RANDEVU AL Make an
appointment
احجز موعد ვიზიტი ექიმთან
Birimlerimiz Our Units اقسامنا პროფილები
Kuzey Göz Hastalıkları Merkezi Northern Eye Diseases Center مركز الشمال لأمراض العيون კუზეი გოზ ჰასთალიქლარი მერქეზი
თვალის საფუძვლიანი გამოკვლევა
გრძნობის ყველა ორგანოსთან შედარებით ყველაზე მეტად ანუ 85%  ადამიანი თვალით აღიქვამს სამყაროს გარდა იმისა რომ ხედავს სილამაზეს და ტვინის შემდეგ სხეულის ყველაზე რთული და პირველხარისხოვანი ნაწილია. 
ჩვენი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილებიდან თვალი მეორე ორგანოა, რომელზეც პირადაპირ მოქმედებს ისეთი მრავალი ფაქტორი როგორიცაა ასაკი, არასრულფასოვანი კვება, გარე ფაქტორები, გენეტიკური და სისტემატური დაავადებები. 
   თუ მხედველობის პრობლემა გაწუხებთ, ყოველ წელს რეგულარულად ჩაიტარეთ თვალის საფუძვლიანი გამოკვლევა  და შეინარჩუნებთ ჯანსაღ მხედველობას. 
   თვალის საფუძვლიანი გამოკვლევის წყალობით დგინდება მხედველობის უნარის მდგომარეობა და ასევე შესაძლებელია ამავდროულად ისეთი სხვა დაავადებების დროული დიაგნოზის დასმა როგორიცაა დიაბეტი, ტვინის სიმსივნე, ალცჰეიმერი, სტომატური და გულის დაავადებები, მეტაბოლიზმის მოშლა და პარკინსონი. 
  თვალის ეტაპობრივი გამოკვლევა
1. მხედველობის სიმახვილის ტესტი: იზომება ახლოს და შორს მდებარე პატარა დეტალების დანახვის დონის განმსაზღვრელი ციფრებით ან ასოებით.
2.  სათვალის შემოწმება: თანამედროვე აპარატურით მხედველობის უნარის მდგომარეობა დგინდება და შესწავლილი მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმი საზღვრავს მიოპიის, ჰიპერმეტროპიის და ასტიგმატიზმის მდგომარეობას. 
3.  ქუთუთოების გამოკვლევა:  მოიცავს ქუთუთოების, წამწამების ძირების, საცრემლე ჯირკვლების და არხების და თვალის მიდამოს მდგომარეობის შესწავლას. 
4.  თვალის კუნთების გამოკვლევა: თვალის შიდა კუნთები აკონტროლებს გუგის მოძრაობას, თვალის გარე კუნთები კი უზრუნველყოფს თვალების პარალელურ მდგომარეობას. თვალის მოძრაობის ყოველმხრივი მოძრაობის თავისუფლების და პარალელობის გამოკვლევით განისაზღვრება სიელმე და გაორებული მხედველობა. 
5. თვალის წნევის გაზომვა: თანამედროვე აპარატურით საკმარისია მხოლოდ ჰაერის შეხება და ავტომატურად დგინდება თვალის წნევა. თუ საეჭვოა, ექიმი მანუალური მეთოდით გაზომავს თვალის შიდა წნევას. თვალის წნევის გაზომვა მნიშვნელოვანია გლაუკომის დიაგნოზის დროულად დასმისთვის. 
6. ბიომიკროსკოპული გამოკვლევა: სპეციალური აპარატურით ხდება თვალის ქუთუთოს , კონიუქტივის, კორნეას, რქოვანას და ლინზის ფსკერების გამოკვლევა. 
7. თვალის ბადურის წვეთოვანი გამოკვლევა: წვეთოვანი გამოკვლევა ავლენს ისეთ დაავადებებს როგორიცაა თვალის მაკულა, ბადურის ჩამოშლა, გლაუკომა და ასევე გვაძლევს ინფორმაციას ისეთი დაავადებების შესახებ როგორიცაა დიაბეტის მსგავსი დაავადებები, რომლების სისხლის მიმოქცევას აზიანებს. წვეთის ჩაწვეთებით ხდება თვალის ფსკერის დათვალიერება, რაც მნიშვნელოვანია დროული დიაგნოზის დასმისთვის და სწორი მკურნალობისთვის.  

Kuzey Göz Hastalıkları Merkezi ( Son Güncelleme 11/10/2024) Northern Eye Diseases Center ( Update Date 11/10/2024) مركز الشمال لأمراض العيون: ( 30/11/2023) კუზეი გოზ ჰასთალიქლარი მერქეზი ( 11/10/2024)
© Copyright 2019 - Kuzey Göz Hastanesi Tüm Hakları Saklıdır.
Web Design and Programming Trabzon Web Yazılım
HIZLI RANDEVU Quick Appointment موعد سريع სწრაფი ვიზიტი
Aşağıdaki formu doldurup bize gönderiniz. Fill in the form below and send it to us. ارجاء تعبئة النموذج التالي وارساله لنا შეავსეთ ქვემოთ მოცემული ბლანკი და გამოაგზავნეთ
Randevu talebinizi oluşturmak için sizinle iletişime geçeceğiz! We will contact you to create your appointment request! سوف نتواصل معك لاستكمال طلب الموعد الخاص بكم ვიზიტის დასაგეგმად ჩვენ დაგიკავშირდებით!